"ინტერს" პირლო სჭირდება? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ინტერს" პირლო სჭირდება?


როგორც იტალიური გამოცემა SportMediaset იუწყება, "იუვენტუსის" ყოფილი ნახევარმცველი ანდრეა პირლო შესაძლოა კვლავ იტალიაში აღმოჩნდეს. გამოცემის ინფორმაციით, "ინტერის" მწვრთნელი რობერტო მანჩინი დაინტერესებულია პირლოს მოკლევადიანი პერიოდით დაბრუნებით, რამდენადაც, კრეატიული ჰავბეკი სჭირდება. მლს-ში სეზონი მარტიდან ოქტომბრამდე გრძელდება, დანარჩენ დროს კი ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგის ფეხბურთელებს შეუძლიათ ევროპულ კლუბებში იჯარის წესით ყოფნა. შეგახსენებთ, ანდრეა პირლო უკვე ასპარეზობდა "ინტერში" თავისი კარიერის დასაწყისში, მან "ინტერის" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები