ძოლას "ჩელსის" მეთაურობა უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ძოლას "ჩელსის" მეთაურობა უნდა


"ჩელსის" ყოფილმა ფორვარდმა, ჯანფრანკო ძოლამ განაცხადა, რომ ლონდონური გუნდის მეთაურობის ისახავს მიზნად. "ჩემი ოცნება, ან მოდით ვთქვათ, ჩემი ამბიციაა მომავალში "ჩელსის" მეთაურობა. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მესმის, რომ ამ ოცნების განსახორციელებლად სამწვრთნელო უნარები უნდა გავაუმჯობესო" , - თქვა იტალიელმა. ახლა ძოლა ყატარულ კლუბ "ალ არაბიში" მუშაობს, მანამდე ჯანფრანკო "ვესტ ჰემს", "უოტფორდს" და "კალიარის" წვრთნიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები