D ჯგუფი - "სიტიმ" ადვილად მოიგო, "ბებერი ქალბატონის" მორიგი ფრე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

D ჯგუფი - "სიტიმ" ადვილად მოიგო, "ბებერი ქალბატონის" მორიგი ფრე


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა D ჯგუფის შეხვედრები. "მანჩესტერ სიტიმ" ადვილი გამარჯვება მოიპოვა ანდალუზიაში და 1/8 ფინალში გასვლა 2 ტურით ადრე დაიბევა. თავის მხრივ, "იუვენტუსს" ძალიან მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია გერმანიაში და "მიუნხენგლადბახის" წინააღმდეგ მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ შემდეგ ეტაპზე თამაშს "ბებერი ქალბატონი" და "ქალაქელები" შეძლებენ, ხოლო, მთავარი ბრძოლა პირველ ადგილზე და ევროპის ლიგაზე გასვლისთვის გაიმართება. სევილია 1-3 მანჩესტერ სიტი გოლები: ტრემულინასი 25 - სტერლინგი 8, ფერნანდინიო 12, ბონი 36 სევილია: ღიკო, კოკე (მარიანო ფერეირა 56), რამი, კოლოდზეიჩაკი, ტრემულინასი, იბორა (კრონ-დელი 46), კრიხოვიაკი, კონოპლიანკა, ბანეგა, ვიტოლო, ლორენტე (იმობილე 6%) მანჩესტერ სიტი: ჰარტი, სანია, კომპანი, ოტამენდი, კოლაროვი, ტურე, ფერნანდინიო, (დემიკელისი 90), ნავასი, ფერნანდო, სტერლინგი (დე ბრუინე 73), ბონი (დელფი 86) გაფრთხილება: კრიხოვიაკი ვიდეო მიმოხილვა: გლადბახი 1-1 იუვენტუსი გოლები: ჯონსონი 18 - ლიხშტაინერი 44 გლადბახი: ზომერი, ვენდტი, დომინგესი, კრისტენსენი, ნორდვეიტი, ჯონსონი (აზარი 85), ჯაკა, დახუდი, ტრაორე, შტინდლი, რაფაელი იუვენტუსი: ბუფონი, ევრა, კიელინი, ბონუჩი, ლიხშტაინერი, პოგბა, მარკიზიო, სტურარო (ლემინა 87), ერნანესი, მორატა (ბარცალი 75), დიბალა (კუადრადო 63) გაფრთხილებები: მარკიზიო, დიბალა, სტურარო წითელი ბარათი: ერნანესი 53 ვიდეო მიმოხილვა:

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები