მესი ელ კლასიკოსთვის მწყობრში ვერ იქნება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესი ელ კლასიკოსთვის მწყობრში ვერ იქნება


მესი ელ კლასიკოსთვის მწყობრში ვერ იქნება
გუშინ "ბარსელონას" მთავარმა ექიმმა ლიონელ მესის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა. არგენტინელმა ფეხბურთელმა მუხლზე დაზიანება სექტემბერში მიიღო, "ლას პალმასთან" მატჩში, რის შემდეგაც მოედანზე არ დაბრუნებულა. გუნდის მთავარი ექიმი იტყობინება, რომ მესი, სავარაუდოდ, ვერც ელ კლასიკოსთვის იქნება მზად. "მესის მოედანზე დაბრუნებას, მინიმუმ, 1 თვე დასჭირდება. არგენტინელმა ვარჯიშის რამდენიმე სესია უკვე გაიარა, თუმცა, წინ კიდევ დარჩა რამდენიმე თერაპია. ვფიქრობ, რომ არ ღირს მისი მოედანზე ნაადრევად გამოყვანა, რადგან შესაძლებელია ტრავმა გაურთულდეს", - აცხადებს ექიმი ხორდი არდევოლი. შეგახსენებთ, რომ ელ კლასიკო "ბერნაბეუზე", 21 ნოემბერს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები