რონალდუს წიგნიდან: "კრიშტიანუს "არსენალი" ძალიან უყვარდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუს წიგნიდან: "კრიშტიანუს "არსენალი" ძალიან უყვარდა"


ესპანელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა, ჟილემ ბალაჯიმ კრიშტიანუ რონალდუს ბიოგრაფიული წიგნი გამოუშვა. ახალ წიგნში საკმაოდ საინტერესო ფაქტებია პორტუგალიელი ფეხბურთელის წარსულის შესახებ. ბალაჯი დეტალურად აღწერს 2003 წელს მომხდარ მოვლენებს. როგორც იცით, 2003 წლის ზაფხულში რონალდუ "მანჩესტერში" გადავიდა, თუმცა, მას კიდევ რამდენიმე გუნდი აკვირდებოდა. "კრიშტიანუ რონალდუ ლონდონში დედამისთან ერთად იყო ჩასული, თუმცა, ხორხე მენდესს (მისი აგენტი) ეს არ მოსწონდა, რადგან ის უკვე "მანჩესტერთან" აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ცნობითვის, პორტუგალიელ ფეხბურთელს "არსენალი" ძალიან უყვარდა და ამ კლუბში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა. რონალდუ "არსენალის" ვარჯიშს დაესწრო და არსენ ვენგერსაც კი შეხვდა, თუმცა, საბოლოოდ, მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან ლონდონელები და პორტუგალიელები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ", - წერს ესპანელი ჟურნალისტი რონალდუს ბიოგრაფიულ წიგნში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები