ჯერარდი ლივერპულში ბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯერარდი ლივერპულში ბრუნდება


ცნობილი ბრიტანული გამოცემები უკვე აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ სტივენ ჯერარდი "ლივერპულში" დაბრუნდება. ცნობილია, რომ ამ მომენტისთვის ინგლისელი ფეხბურთელი მოლაპარაკებებს აწარმოებს მერსისაიდულ გუნდთან. შეგახსენებთ, რომ ჯერარდმა "ლივერპული" გასული სეზონის ბოლოს დატოვა და სათამაშოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი "ლოს ანჯელეს გელექსიში" გადავიდა. გაცნობებთ, რომ აშშ-ში სეზონი უკვე დასრულდა და ზამთრის პაუზაა, რის გამოც ბევრი ფეხბურთელი იჯარის წესით ევროპაში მოდის. სწორედ ასე აპირებს ჯერარდიც შინ დაბრუნებას... შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი და ტიერი ანრი, რომლებიც ამერიკაში თამაშობდნენ, ზამთრის პაუზის დროს "მილანსა" და "არსენალში" ირიცხებოდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები