ბლანი: "შეგვეძლო გოლის თავიდან აცილება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბლანი: "შეგვეძლო გოლის თავიდან აცილება"


ფრანგული "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა კომენტარი გააკეთა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე (0:1). "ასეთი მატჩის შემდეგ ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვათ, მაშინაც კი, თუ სასურველ შედეგეს ვერ მივაღწიეთ". "რთულია თქმა, სერიოზული ტრავმა აქვს მარკო ვერატის თუ არა. იმედი მაქვს, იმდენად სერიოზული არაა, როგორც ეს მაშინ ჩანდა, როცა მან მინდორი აცრემლებულმა დატოვა. სამწუხაროა, მთელი მატჩის თამაში რომ ვერ შეძლო. გოლი ძალიან უცნაური გამოდგა. უფრო უცნაური ჩანდა, როცა ტელევიზორით გამეორებას ვუყურე. ამ ეპიზოდში შეგვეძლო გოლის თავიდან აცილება. კარგი მომენტები გვქონდა, მაგალითად, ედინსონ კავანის. ხან გაგაქვს გოლი, ხან ვერა. აქ კარგი შედეგის მისაღწევად მოვედით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. მთლიანობაში, თამაშით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. არც 0:0 ფრე გაგვახარებდა. მომეჩვენა, რომ თუ ისე გავაგრძელებთ თამაშს, როგორც პირველ ნახევარში, ყელაფერი ფრით დამთავრდება. მაგრამ შევცდი".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები