მასიმილიანო ალეგრი: "მოდით, დადებით მომენტებს შევხედოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მასიმილიანო ალეგრი: "მოდით, დადებით მომენტებს შევხედოთ"


მასიმილიანო ალეგრი:
"იუვენტუსის" მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა "ბორუსიას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში (1:1) თავისი გუნდის ფრეზე. "კარგად ვთამაშობდით შესვენების შემდეგ, მაგრამ ერნანესის წითელმა ბარათმა ყველა გეგმა ჩაგვიშალა. აქამედ ისეთი შეგრძნება იყო, რომ სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ გაძევებამ მატჩის მიმდინარეობა შეცვალა და ამ გარემოებების გათვალისწინებით, გუნდი კარგად მოქმედებდა. ნეგატივზე არ უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. მოდით, დადებით მომენტებს შევხედოთ. "იუვენტუსმა" 8 ქულა აიღო და ძალიან ახლოსაა პლეი-ოფში ადგილის უზრუნველყოფასთან. ტურნირის დაწყების წინ ბედნიერი ვიქნებოდით ასეთ მდგომარეობაში ყოფნით" , - განაცხადა მწვრთნელმა. ასევე, ალეგრიმ კომენტარი გააკეთა "იუვენტუსის" ჰავბეკ ერნანესის გაძევებაზე: "მსაჯმა ამ ეპიზოდის ინტერპრეტაცია თავისი შეხედულებისამებრ მოახდინა და ეს უნდა მივიღოთ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები