სასწრაფოდ: ქარიმ ბენზემა პოლიციამ დააკავა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სასწრაფოდ: ქარიმ ბენზემა პოლიციამ დააკავა


ამ დილით ფრანგულმა პოლიციამ ბენზემა დააკავა. საქმე იმაშია, რომ ქარიმის თანაგუნდელ მატიე ვალბუენას, ზაფხულში ანონიმური პირი ემუქრებოდა მისი ინტიმური ვიდეოს გავრცელებით. იმისათვის, რომ ეს ვიდეო ინტერნეტში არ მოხვედრილიყო, ვალბუენას 150 ათასი ევრო უნდა გადაეხადა. როგორც ირკვევა, ამ ვიდეოს გავრცელებაში ეჭვმიტანილი მადრიდის "რეალის" თავდამსხმელია. ჯერჯერობით კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა ბენზემა დილის 9 საათიდან დაკითხვაზე იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ 27-წლის ფეხბურთელს ბრალეულობა დაუმტკიცდება, მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები