დე ვრეი დაახლოებით 6 თვეს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დე ვრეი დაახლოებით 6 თვეს გამოტოვებს


"ლაციომ" განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს დილით ანტვერპენში მცველმა, სტეფან დე ვრეიმ მუხლის ოპერაცია წარმატებულად ჩაიტარა. მოსალოდნელია, რომ აღდგენითი პროცესისთვის მას, დაახლოებით, 6 თვე დასჭირდება. მანამდე ექიმები ცდილობდნენ, თავიდან აერიდებინათ ოპერაციული ჩარევა, ისინი პრობლემის გადაწყვეტას კონსერვატიული მკურნალობის დახმარებით ცდილობდნენ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლეს. ნავარაუდევი იყო, რომ ფეხბურთელი ოპერაციის შემდეგ 3-დან 4 თვემდე გამოტოვებდა. შეგახსენებთ, დე ვრეიმ ტრავმა ევრო-2016-ის შესარჩევის მატჩში (3:0) მიიღო, თურქეთსა და ჰოლანდიას შორის, სექტემბრის დასაწყისში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები