"ბაიერნი" გვარდიოლასგან პასუხს 30 დეკემბრამდე ელის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბაიერნი" გვარდიოლასგან პასუხს 30 დეკემბრამდე ელის


მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ესპანელი სპეციალისტის აგენტი უკვე იმყოფებოდა მიუნხენში, სადაც მას განუცხადეს, რომ კლუბი გვარდიოლასგან პასუხს 30 დეკემბრამდე ელის. "ბაიერნი" შეთაბნხმების არაუმეტეს 2 წელზე მეტი ხნით გახანგრძლივებას სთავაზობს. თავად მწვრთნელი არ ჩქარობს დაწყვეტილების მიღებას. მისით "ჩელსი", "მანჩესტერ იუნიატედი" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან. გარდა ამისა, ახლახანს მწვრთნელს ინგლისის ნაკრებში მუშაობის ვარიანტი გამოუჩნდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ბაიერნი" კარლო ანჩელოტის მიწვევის ვარიანტს განიხილავს, თუ გვარდიოლა კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელსაც ვადა 2016 წლის ზაფხულში ეწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები