კლოპი: "ყაზანში რთული მატჩი გველის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპი: "ყაზანში რთული მატჩი გველის"


მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ევროპა ლიგის მე-4 ტურის წინ კომენტარს აკეთებს. "საკუთარ მოედანზე უპირატესობა გვქონდა. მეტოქე კაცნაკლული თამაშობდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება მაინც ვერ მოვახერხეთ. ყაზანში რთული მატჩი გველის. ევროპა ლიგა - ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუ ჩვენ 95-96 წუთით მოგვიწევს მუშაობა, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჯერარდი? ის ლეგენდაა. ჩვენი კარი სტივენისთვის ღიაა. ჩვენ მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრეთ ერთმანეთს, მეტი არაფერი. სტადიონი კომფორტულია, გასახდელები გაცილებით დიდია, ვიდრე გერმანიაში, თუმცა მოედნის მინდორი ჯერ კიდევ არ მინახავს კარგად.", - დასძინა იურგენ კლოპმა. შეგახსენებთ, რომ მატჩი "რუბინსა" და "ლივერპულს" შორის გაიმართება ხვალ, თბილისის დროით 22:00-ზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები