"რეალის" ხელმძღვანელობა კეილორ ნავასს კარგ მეკარედ არ თვლის" - ფაბიო კაპელო მადრიდულ კლუბზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"რეალის" ხელმძღვანელობა კეილორ ნავასს კარგ მეკარედ არ თვლის" - ფაბიო კაპელო მადრიდულ კლუბზე


იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ მადრიდის "რეალის" წლევანდელ სეზონზე ისაუბრა. კეილორ ნავასზე ნავასი - კარგი მეკარეა, მე მასში დიდი პოტენციალი დავინახე. თუმცა, "რეალის" ხელმძღვანელობა ნავასს კარგ მეკარედ არ მიიჩნევს, ამიტომაც ის დავიდ დე ხეას გაფორმებას ცდილობს. ამჟამად ორივე მეკარე თავის ადგილზეა და დიდებულ თამაშს აჩვენებს. "პსჟ"-სა და "რეალის" დაპირისპირებაზე "პსჟ" - ცუდი გუნდი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მათ "რეალს" კონკურენცია ვერ გაუწიეს. ესპანური კლუბი ამჟამად გაცილებით ძლიერია. ბენიტესის ხელმძღვანელობის ქვეშ "შამეფო კლუბი" კარგ ფეხბურთს აჩვენებს. კაზემიროზე ადრე მე მეჩვენებოდა, რომ ის ნელი და არც ისე დიდი ტექნიკის მფლობელი ფეხბურთელი იყო. პორტუგალიაში მან ფიქრი და ბურთთან ერთად სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ისწავლა. ამდენად, ის უკვე ერთ-ერთი საუკეთსო ცენტრალური ნახევარმცველია. თავის მომავალზე მე სულაც არ ვწუხვარ უმუშევრობის გამო. თუმცა, თუ საინტერესო ვარიანტი გამოჩნდება, მე მას აუცილებლად მივიღებ. ჩემი პრიორიტეტი დაცვაა. დაცვის გარეშე თამაშებს ვერ მოიგებ. სწორედ ამიტომ ვიგებდი იტალიაში ხშირად 1:0-ებს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ კლუბს, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ ითამაშებს ბევრ გოლებს გაიტანს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები