ნეიმარი: "ბარსელონას მესი აკლია, მაგრამ მე კარგ ფორმაში ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარი: "ბარსელონას მესი აკლია, მაგრამ მე კარგ ფორმაში ვარ"


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "ბარსელონასა" და "ბატეს" შორის, კატალონიელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა გააკეთა. "ბარსელონას აკლია მესი, რადგან ის საუკეთესოა, თუმცა, ვფიქრობ, მეც კარგ ფორმაში ვარ და იმედია, ასე გაგრძელდება. კმაყოფილი ვარ შედეგით. გავიტანეთ 3 ბურთი და გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა", - განაცხადა ნეიმარმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები