G ჯგუფი - "ჩელსიმ" ნავსი გატეხა, "პორტო" წინ მიიწევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

G ჯგუფი - "ჩელსიმ" ნავსი გატეხა, "პორტო" წინ მიიწევს


გუშინ ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის შეხვედრები გაიმართა და ფავორიტებმა გამარჯვებები მოიპოვეს. ლონდონის "ჩელსიმ", როგორც იქნა, ნავსი გატეხა და მე-5 მატჩში პირველი მოგება მოიპოვა. კიევის "დინამოს" ცენტრალური მცველი დრაგოვიჩი თამაშის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა, თუმცა, პირველი ტაიმი "არისტოკრატებმა" სწორედ მისი ავტო გოლის წყალობით მოიგეს. მე-2 ნახევარში დრაგოვიჩმა 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ვილიანიმ კიეველებს 6 წუთში უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თავის მხრივ, "პორტო" კვლავ წინ მიიწევს და "მაქაბი" ძალიან ადვილად დაამარცხა. გუნდი ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს და "ჩელსის" 3 ქულით უსწრებს. მიუხედავად ამისა, "დინამო" კვლავ ინარჩუნებს შანსს, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს და ყველაფერი ბოლო 2 ტურში გაირკვევა. ჩელსი 2-1 დინამო გოლები: დრაგოვიჩი 34 (ავტო გოლი), ვილიანი 83 - დრაგოვიჩი 77 ჩელსი: ბეგოვიჩი, ტერი, ასპილიკუეტა, ზუმა, ბაბა, ფაბრეგასი (აზარი 79), ვილიანი (კეჰილი 90+2), რამირესი, მატიჩი, ოსკარი (პედრო 79), კოშტა დინამო: შოვკოვსკი, ანტუნეტსი, ვიდა, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, იარმოლენკო, სიდორჩუკი (გარმაში 46), რიბალკა, ბუიალსკი, კრავეტსი (მორაესი 56), გონსალესი გაფრთხილებები: გონსალესი 26, ანტუნესი 59, ბუიალსკი 72, დრაგოვიჩი 90 ვიდეო მიმოხილვა: მაქაბი 1-3 პორტო გოლები: ზაჰავი 75 (პენალტი) - ტელო 19, ანდრე ანდრე 49, ლაიუნი 72 მაქაბი: რაჯკოვიჩი, ბენ ჰაიმი, გარსია, ჰარუში (ბენ ბასატი 46), ტიბი, ვერმოუტი (მიტროვიჩი 46), ალბერმანი, ზაჰავი, რიკანი, პერესი (იგიებორი 82), ბენ ჩაიმი პორტო: კასილასი, პერეირა, მარკანო, ლაიუნი, ინდი, ევანდრო (ერერა 62), ანდრე ანდრე (იმბულა 89), პერეირა, ნევესი, აბუბაქარი, ტელო (ვარელა 78) გაფრთხილებები: ბენ ჰარუში 42, ბენ ჩაიმი 88 - პერეირა 74 ვიდეო მიმოხილვა:

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები