H ჯგუფი - "ზენიტს" ვერავინ აჩერებს, "ვალენსიამ" სიტუაცია გაირთულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

H ჯგუფი - "ზენიტს" ვერავინ აჩერებს, "ვალენსიამ" სიტუაცია გაირთულა


H ჯგუფი -

გუშინ ჩემპიონთა ლიგას H ჯგუფის შეხვედრები გაიმართა. "ზენიტი" კვლავ წაუგებლად ასპარეზობს და სტუმრად საფრანგეთში "ლიონი" ძიუბას 2 გოლით დაამარცხა. ბრაზილიელმა ჰალკმა მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა და შესაშურ ფორმაშია. ასევე, ძიუბას 4 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე გადავიდა.

ბელგიური ვოიაჟი "ვალენსიასთვის" წარმატებული არ გამოდგა და ესპანელები "გენტთან" 1-0 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი მე-2 ტაიმის დასაწყისში გავიდა, რომელიც კუმსმა შეაგდო.

"ზენიტს", საერთო ჯამში, 4 მოგება დაუგროვდა და 1/8 ფინალში გასვლა 2 ტურით ადრე შეძლო. მთავარი ბრძოლა მე-2 ადგილისთვის "გენტს" და "ვალენსიას" შორის გაიმართება. შემდეგი თამაში "ღამურებს" რუსების წინააღმდეგ უწევთ, ხოლო ბელგიელები "ლიონს" საფრანგეთში ეწვევიან.

ლიონი 0-2 ზენიტი
გოლები: ძიუბა 25/57 ლიონი: ლოპესი, ჯალე (რაფაელი 61), მბივა, ბედიმო, უმტიტი, ვალბუენა, გონალონსი, დარდერი (ფერი 77), ტოლისო, ბეაუვე (კორნეტი 69), ლაკაზეტე ზენიტი: ლოდიგინი, ანიუკოვი, ლამბერტსი, კრიშიტო (სმოლნიკოვი 73), ნეტო, გარსია (იუსუპოვი 80), დანი, ვიტსელი, შატოვი, ჰალკი, ძიუბა (რაიზანტსევი 83) გაფრთხილებები: გონალონსი 32/72 - ვიტსელი 20, კრიშიტო 46,  გარსია 54, ანიუკოვი 56/88, დანი 78, შატოვი 90 წითელი ბარათი: გონალონსი 72 (2 ყვითელი ბარათი) - ანიუკოვი 88 (2 ყვითელი ბარათი) ვიდეო მიმოხილვა: გენტი 1-0 ვალენსია გოლი: კუმსი 49 გენტი: სელსი, მიტროვიჩი, ასარე, ნილსენი, საიეფი (რამანი 55 - რაფინია 84), რენატო ნეტო, კუმსი, ფოკეტი, დეიაგერე (კულიბალი 93), მილიჩევიჩი, დეპუატრი ვალენსია: ჰაუმე დომენეკი, ბარაგანი, ადრელან სანტოსი, მუსტაფი, გაია, დანი პარეხო, ფუეგო (ანდრე გომეში 63), ენცო პერესი, ფეგული (კანსელუ 70), ალკასერი, სანტი მინა (პიატი 46) გაფრთხილებები: რამანი - მუსტაფი, ფეგული, ადნრე გომეში, ენცო პერესი ვიდეო მიმოხილვა:

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები