ტომას მიულერი: "არსენალთან მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტომას მიულერი: "არსენალთან მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი იყო"


ტომას მიულერი:
"ბაიერნის" ფორვარდმა, ტომას მიულერმა კომენტარი გააკეთა "არსენალის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩზე (5:1). "მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, ამ მატჩში გამარჯვებას. ჩვენთვის ეს გადამწყვეტი მატჩი იყო. ძალიან სერიოზულად ვითამაშეთ. დღეს დიდი ნაბიჯი გადავდგით. თუ მომდევნო მატჩს მოვიგებთ, წინ წავალთ" , - თქვა მიულერმა. შეგახსენებთ, მიულერმა ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები