ლუის სუარესი: "როცა ნეისნაირი მაღალი დონის ფეხბურთელთან ერთად თამაშობ..." » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუის სუარესი: "როცა ნეისნაირი მაღალი დონის ფეხბურთელთან ერთად თამაშობ..."


ლუის სუარესი:
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა "ბატესთან" გამარჯვების (3:0) შემდეგ კატალონიური გუნდის ასპარეზობებზე გააკეთა კომენტარი. "ლეოს არყოფნაში ჩვენ, თავდამსხმელები უნდა ვეცადოთ, კიდევ უფრო უკეთ ვიმოქმედოთ. როცა ნეისნაირი მაღალი დონის ფეხბურთელთან ერთად თამაშობ, რა თქმა უნდა, სიამოვნებას იღებ მატჩით და ასეთი პარტნიორობით. თავად გამარჯვებების გარდა, დიდი სახარული მოაქვს შედეგიან გადაცემებს და გოლებს. როცა იმ კლუბთან ერთად იგებ, რომელში თამაშიც ყოველთვის გინდოდა, გაბედნიერებს. ახლა კარგი დროა ჩვენი გუნდისთვის და ეს ბედნიერების გრძნობას აძლიერებს" , - თქვა ურუგვაელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები