რონალდუმ 5 ახალგაზრდა საუკეთესო მოთამაშე დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუმ 5 ახალგაზრდა საუკეთესო მოთამაშე დაასახელა


მადრიდის "რეალის" შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ BT Sport-თან საუბარში საუკეთესო ახლაგაზრდა ტალანტები დაასახელა. პორტუგალიელის სიაში როგორც თინეიჯერები, ასევე, მოზრდილი ფეხბურთელებიც მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ რონალდუმ მისი მთავარი კონკურენტი გუნდის, "ბარსელონას" ფეხბურთელი, ნეიმარიც დაასახელა. "დღესდღეობით საკმაოდ ბევრია ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშე. პირველ რიგში, მაგალითად მარტინ ედეგორს მოვიყვანდი, რომელიც 16 წლის ასაკში გამოვიდა "რეალის" მაისურით მოედანზე. ასევე, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეების სიაში აზარს, მემფის დეპაის, პოგბას და ნეიმარსაც შევიყვანდი", - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები