რონალდუ: "არ ვარ ყალბი ადამიანი და ამიტომ ვიღებ ასეთ სახეებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ: "არ ვარ ყალბი ადამიანი და ამიტომ ვიღებ ასეთ სახეებს"


კრიშტიანუ რონალდუმ BBC Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტმა და პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზეც ისაუბრეს. კერძოდ კი თემა შეეხო რონალდუს სახის გამომეტყველებას იმ მომენტში, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელად მესი სახელდებოდა. "არ ვარ ყალბი ადამიანი და ამიტომ ვიღებ ხოლმე ასეთ გამომეტყველებას ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე. ცხადია, რომ ყველა ფეხბურთელის მსგავსად, მეც მსურს ოქროს ბურთის მოპოვება. როდესაც სხვას აცხადებენ საუკეთესოდ, აშკარაა, რომ ბედნიერი ვერ იქნები", - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები