"რეალის" ოფიციალური განცხადება ბენზემასთან დაკავშირებით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"რეალის" ოფიციალური განცხადება ბენზემასთან დაკავშირებით


მადრიდის "რეალმა" ფრანგი ფეხბურთელის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. ქარიმ ბენზემამ ვერსალი დატოვა და დღეს დილით ის მადრიდში ვარჯიშს შეუერთდა. კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, პირადად შეხვდა ფეხბურთელს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, "რეალის" პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია ბენზემას უდანაშაულობაში. ამრიგად, ქარიმი შეუფერხებლად განაგრძობს გუნდთან ერთად მუშაობას, თუმცა გამოძიება ამჟამადაც მიმდინარეობს. შეგახსენებთ, საქმე ეხება მატიე ვალბუენას შანტაჟს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები