საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ცვლილებაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ცვლილებაა


უახლოეს ორ ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ლევან ყენია დააკლდება. მის მაგივრად კახა ცხადაძემ ქვეყნის უპირველეს გუნდში გორის "დილას" ნახევარმცველ გუგა ფალავანდიშვილს უხმო. აქვე მოგახსენებთ, რომ ყენიასთან ერთად ტრავმების გამო ნაკრებს ლევან მჭედლიძე, ნიკა კვეკვესკირი და ჯანო ანანიძე დააკლდებიან. სეზონის ბოლო ორი მატჩისთვის მზადებას საქართველოს ნაკრები 9 ნოემბერს ტალინში დაიწყებს. ჯვაროსნები პირველ ამხანაგურ შეხვედრას ტალინშივე გამართავენ, 11 ნოემბერს ისინი ესტონეთს დაუპისპირდებიან. 16 ნოემბერს კი, ჩვენი ნაკრები ტირანას ეწვევა და ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთის ეროვნულ გუნდთან მოსინჯავს ძალებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები