არსენ ვენგერი: "შეშფოთებული ვარ ტრავმებით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენ ვენგერი: "შეშფოთებული ვარ ტრავმებით"


არსენ ვენგერი:
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა "ტოტენჰემთან" მატჩის წინ ტრავმებზე ისაუბრა. "შესაძლოა, ლორან კოსიელნი დაბრუნდეს. ბელერინს ისევ არ შეუძლია თამაში. შეშფოთებული ვარ ტრავმებით. ახლა მხოლოდ ნოემბრის დასაწყისია, ჩვენ კი ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს. შობას ვუახლოვდებით და ძალიან ვღელავ. ჩვენს ძალიან ბევრ ფეხბურთელს არ შეუძლია თამაში. კოსიელნი 80 %-ით მზადაა, ხვალ სამედიცინო ტესტებს ჩაიტარებს" , - თქვა ვენგერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები