"იუვენტუსი" ბენატიათი ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"იუვენტუსი" ბენატიათი ინტერესდება


იტალიურ "იუვენტუსს" მიუნხენის "ბაიერნის" მცველ მეჰდი ბენატიას უკან იტალიაში დაბრუნება უნდა. შეგახსენებთ, მაროკოელმა 2014 წელს დატოვა "რომა" და გერმანული "ბაიერნის" შემადგენლობას შეუერთდა, მაგრამ მუხლის ქვედა მყესის ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში მინდორზე მხოლოდ 2-ჯერ გამოჩნდა. გამოცემა Tuttosport-ს მიაჩნია, რომ "ბიანკონერის" "ბაიერნთან" მუდმივი კონტაქტი აქვს ფეხბურთელის გადასვლის თაობაზე, რამდენადაც კლუბებს შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ არტურო ვიდალისა და კინგლის კომანის შესახებ გარიგებების შემდეგ. თუმცა, შესაძლოა, დაბრკოლებად იქცეს ცენტრალური მცველის ხელფასი, რამდენადაც მიუნხენში ბენატია ბონუსების გაუთვალისწინებლად 4 მლნ ვეროს გამოიმუშავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები