"მილანს" მარკეტის ყიდვა უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მილანს" მარკეტის ყიდვა უნდა


იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, "მილანი" "ლაციოს" მეკარე ფედერიკო მარკეტისთან კონტრაქტის გაფორმებით ინტერესდება. როგორც გამოცემა იუწყება, "მილანს" "არწივების" გოლკიპერის ყიდვა უნდა, რომლის კონტრაქტსაც თავის ახლანდელ გუნდთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება ვადა. ეს ინფორმაცია "მილანის" მეკარე დიეგო ლოპესის მცირე სათამაშო დროის ფონზე გამოჩნდა, ასევე, "როსონერის" ახლანდელი 1-ლი ნომრის, 16 წლის ჯანლუიჯი დონარუმას უკონკურენტობის ფონზე. მაგრამ "მილანს" "იუვენტუსისთვის" მოუწევს კონკურენციის გაწევა, რომელსაც ასევე სჭირდება იტალიელი გოლკიპერი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები