ჟორჟე მენდეში: "კრიშტიანუ "რეალში" დაასრულებს კარიერას" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟორჟე მენდეში: "კრიშტიანუ "რეალში" დაასრულებს კარიერას"


ჟორჟე მენდეში:
"რეალის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი "რეალში" კარიერის ბოლომდე დარჩება. "ახლა ძალიან ბევრს საუბრობენ და ყოველდღე ახალი ჭორი ჩნდება. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ვიტყვი, რომ კრიშტიანუ "რეალში" დაასრულებს კარიერას და იქ კიდევ ბევრი ბევრი წელი იქნება" , - თქვა მენდეშმა. გარდა ამისა, მან ისაუბრა 2003 წელს ფეხბურთელის "სპორტინგიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე. "არ არის სიმართლე, რომ მან კარგად ითამაშა "ემოუს" წინააღმდეგ და მათ მისი ყიდვა გადაწყვიტეს. ყველა დიდ კლუბს უნდოდა მისი ყიდვა, მაგრამ ფერგიუსონმა მას პირველ გუნდში ადგილის გარანტია მისცა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი" , - დაამატა მენდეშმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები