წლის საუკეთესო გოლისთვის მებრძოლი 10 ნომინანტი ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

წლის საუკეთესო გოლისთვის მებრძოლი 10 ნომინანტი ცნობილია


ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა წლის საუკეთესო გოლისთვის მებრძოლი ათი ნომინანტის სახელი. ქვემოთ მოცემულ სტატიაში ულამაზესი სანახაობა გელით:
1) "ფლიტვუდის" ფორვარდის დევიდ ბოლის გოლი "პრესტონის" კარში. 2) "სოსიედადის" ნახევარმცველის ჩორი კასტროს გოლი "დეპორტივოსთან" მატჩში" 3) "რომას" ნახევარმცველის ალესანდრო ფლორენცის გოლი "ბარსელონას" კარში. 4) "ატლეტიკო გოიანენსეს" ფეხბურთელის ვენდელას გოლი "გოიანეზიასთან" გამართულ შეხვედრაში. 5) აშშ-ს ნაკრების ფეხბურთელის კარლი ლოიდის გოლი იაპონიის ეროვნულ ნაკრებთან გამართულ მატჩში. 6) ლიონელ მესის გოლი "ატლეტიკთან". 7) ფილიპ მექსესის გოლი "ინტერთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში. 8) "პადერბორნის" ნახევარმცველის მარსელ ნჯენგას გოლი "ბოლტონთან". 9)"ერედიანოს" ფეხბურთელის ესტებან რამირესის გოლი "დეპორტივო საპრისთან" მატჩში. (კოსტა-რიკის ჩემპიონატი). 10) კარლოს ტევესის გოლი "პარმას" კარში.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები