დღის ფსონი: 07.11.2015 » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დღის ფსონი: 07.11.2015


მოვიდა მორიგი შაბათი და დღის ფსონიც გიბრუნდებათ, რათა მორიგი ბილეთი შემოგთავაზოთ... GOAL.GE გისურვებთ წარმატებებსა და მოგებებს... expertisfsoni lor საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ლორიენი" ”ტრუას” უმასპინძლებს”. სტუმარი გუნდი საშინელ დღეშია და პრაქტიკულად უკვე განწირულია მეორე ლიგაში დაბრუნებისთვის. გუნდს 9 ფეხბურთელი აკლია მათ შორის 4 დისკვალიფიკაციის გამო, ხოლო 5-ის მიზეზი ტრავმაა. ”ლორიენი” შინ ბრწყინვალეა, მოგეხსენებათ, ეს გუნდი ხელოვნურ საფარზე თამაშობს და მსგავს საფარზე თამაში სპეციფიკურია. ამ მიზეზთა გამო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ მასპინძლები უპრობლემოდ გაიმარჯვებენ. ტოტალიზატორები ამ პოზიციის სანაცვლოდ 1,75 კოეფიციენტს გვთავაზობენ.

Goal.Ge–ს პროგნოზი – 2:0

lever შუა კვირაში ”ლევერკუზენმა” ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი წააგო, ამჯერად კი სანაკრებო პაუზის წინ ”კიოლნს” შეერკინება. ”ფარმაცევტები” სანაკრებო პაუზის წინ ძალებს არ დაიშურებენ და ბევრად სუსტ მეტოქეს არ დაინდობენ. მოკლედ, ბევრი ახსნისა და საუბრის გარეშე ”ლევერკუზენის” მოგება - 1,55 კოეფიციენტი.

Goal.Ge–ს პროგნოზი – 3:1

zur შვეიცარიის ჩემპიონატის ცხრილს, რომ ჩახედავთ, შეიძლება თვალებს არ დაუჯეროთ... ჩემპიონატის ერთ-ერთ გრანდს ”ციურიხს” უკანასკნელ პოზიციაზე აღმოაჩენთ. ამ ტურში ”ციურიხი” საკუთარ კედლებში ”ვადუცს” დაუპირისპირდება. ლიხტენშტეინური გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა და მასპინძლების ერთადერთი მთავარი კონკურენტები არიან. ვფიქრობ, რომ დიდი ბრძოლა იქნება, თუმცა არა მგონია, შვეიცარიული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი ასე გაიწიროს და წააგოს. პირიქით, მე "ციურიხის" მოგებას შემოგთავაზებთ, რასაც საკმაოდ კარგი 1.55 კოეფიციენტი აქვს.

Goal.Ge–ს პროგნოზი – 2:1

07/11 - 23:00 ლიგა 1 ლორიენი - ტრუა - 1 1,75
07/11 - 18:30 ბუნდესლიგა ლევერკუზენი - კიოლნი - 1 1,55
07/11 - 20:45 შვეიცარია ციურიხი - ვადუცი - 1 1,55
კოეფიციენტის ჯამი : 4,2

დაალაიქეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, სადაც იხილავთ სხვა პროგნოზებსაც: https://www.facebook.com/betofthedaygoalge


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები