უმაღლესი ლიგა. "დინამო" "კოლხეთის" გატეხვას, "ტორპედო" "სიონის" გაჩერებას ეცდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგა. "დინამო" "კოლხეთის" გატეხვას, "ტორპედო" "სიონის" გაჩერებას ეცდება


გუშინ "მიხეილ მესხზე" უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის პირველმა მატჩმა აიღო სტარტი. ადგილობრივმა "ლოკომოტივმა" "ზუგდიდი" დამაჯერებლად, 3-0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 13 ქულა მოიპოვა. დღეს, შაბათს, 7 ნოემბერს უმაღლესი ლიგის კიდევ 3 მატჩი გაიმართება.

"რამაზ შენგელია", ქუთაისი. "საპოვნელა"-"დილა", 14:00 საათი

თერჯოლელებს ბოლო მატჩები მეგრელთა წინააღმდეგ ჰქონდათ, რომელთაგანაც 1 მოიგეს, ერთში კი მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. რაც შეეხება უჩა სოსიაშვილის შეგირდებს, ქობულეთის "შუქურასთან" მარცხით მათ პირველობა დაკარგეს, მაგრამ იმერულ გუნდთან ეცდებიან ხასიათის გამოსწორებას და 3 ქულის მოპოვებას. დისკვალიფიკაცია: უშანგი ბანძელაძე, ვეფხვია მურადაშვილი("საპოვნელა") - გიორგი ნავალოვსკი("დილა")

"ჩელე არენა", ქობულეთი. "შუქურა"-"დინამო ბთ", 14:00 საათი

დღეს ქობულეთში საფეხბურთო გულშემატკივრების ზეიმია, რადგან "ჩელე არენაზე" აჭარული, შავიზღვისპირული დერბია. ბოლო 5 მატჩიდან 2-ჯერ "დინამომ" იმარჯვა, 1 ფრედ დასრულდა, ხოლო ამდენჯერვე თემურ შალამბერიძის გუნდმა მოიგო. "შუქურა" კარგ ფორმაშია. მათ მოახერხეს უმაღლესი ლიგის ჩემპიონის, "დილას" დამარცხება, თან ისე, რომ მატჩი შემოაბრუნეს და ამას გარდა, ყიფიანის თასიდან "ცხინვალიც" გამოაგდეს. "შუქურა" სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს 19 ქულით იკავებს და ბათუმის "დინამოს" 6 ქულით უსწრებს.

"ბენდელა", თბილისი. "საბურთალო"-"მერანი", 14:00 საათი

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ბოლო თამაშებს წარუმატებლად ატარებს, დღეს კი ისინი სიტუაციის გამოსწორებას უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსან "მერანთან" ეცდებიან. დისკვალიფიკაცია: ირაკლი ციცხვაია("მერანი")

აღნიშნული მატჩების გარდა, კვირას გაიმართება კიდევ 4 შეხვედრა:

"ევგრაფი შევარდნაძე", ლანჩხუთი. "გურია"-"ცხინვალი", 14:00 საათი

დისკვალიფიკაცია: ლუკა ნოზაძე("გურია") - ვასილ ბაჩიაშვილი, ზვიად ლობჟანიძე("ცხინვალი")

"ეროსი მანჯგალაძე", სამტრედია. "სამტრედია"-"ჩიხურა", 14:00 საათი

დისკვალიფიკაცია: ლაშა შერგელაშვილი("სამტრედია") - თორნიკე გრიგალაშვილი("ჩიხურა")

"თამაზ სტეფანია", ბოლნისი. "სიონი"-"ტორპედო", 14:00 საათი

"დინამო არენა", თბილისი. "დინამო"-"კოლხეთი", 18:00 საათი

დისკვალიფიკაცია: მერაბ გიგაური("კოლხეთი)

საბა საპანაძე

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები