პირველი ლიგა: "რუსთავმა" 10 კაცით ვერ მოიგო, "ლიახვი" კვლავ ლიდერია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პირველი ლიგა: "რუსთავმა" 10 კაცით ვერ მოიგო, "ლიახვი" კვლავ ლიდერია


გუშინ, 6 ნოემბერს საქართველოს პირველი ლიგის მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. საკმაოდ საინტერესო გამოდგა საფეხბურთო კლუბ "გაგრასა" და "სამეგრელოს" შეხვედრა, სადაც მასპინძელმა გუნდმა უშანსოდ დაამარცხა მეტოქე. "გაგრას" ფეხბურთელებმა 3 გოლის გატანა შეძლეს და 3 ქულაც მოიპოვეს. ამჟამად, პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში "გაგრა" მე-5 ადგილზე იმყოფება 21 ქულით, ხოლო "სამეგრელოს" 12 ქულა აქვს. საფეხბურთო კლუბმა "სქურმა" მე-3 ადგილოსან "ბორჯომს" მოუგო მინიმალური ანგარიშით. ამჟამად, "სქურს" 19 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. "ბორჯომი" 22 ქულით, მე-3 ადგილზეა. ფრედ, 1:1 დასრულდა მატჩი "მერცხალსა" და "რუსთავს" შორის. მასპინძელმა გუნდმა მე-10 წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა და დაწინაურდა. პირველ ნახევარში "რუსთავს" არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა, გოლის გატანა ვერ შეძლო. მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე მოედანი დატოვა სამადაშვილმა და "რუსთავი" 10 კაცით დარჩა. მეორე ნახევარში კაცნაკლულმა "რუსთავმა" მაინც შეძლო გოლის გატანა და 65-ე წუთზე მეტრეველის გოლით დაწინაურება. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. რაც შეეხება აღნიშნულ გუნდებს, "რუსთავი", ამჟამად, მე-9 ადგილზე იმყოფება 15 ქულით, "მერცხალს" კი 9 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა. შეგახსენებთ, სხვა მატჩების შედეგებს: "იმერეთი" 1:1 "მაჭახელა" "კოლხეთი" 0:1 "ალგეთი" 'მეშახტე" 1:2 "სამგურალი" "მერცხალი" 1:1 "რუსთავი" "ჭიათურა" 2:1 " ვიტ ჯორჯია" "ლიახვი" 4:1 "ოდიში" "ჩხერიმელა" 1:3 "ბეთლემი" "გაგრა" 3:0 "სამეგრელო" "ბორჯომი" 0:1 "სქური"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები