რობერტო მანჩინი: "ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რობერტო მანჩინი: "ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება"


რობერტო მანჩინი:
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა "ნიუ-იორკ სიტის" ნახევარმცველ ანდრეა პირლოს შესაძლო გადასვლაზე გავრცელებულ ჭორებზე. "პირლოსთან არ მისაუბრია, ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება. არ ვიცი, რა უნდა პირლოს მომავალში, მაგრამ მლს-ში სეზონი დასრულებულია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და არა ჩემზე ან "ინტერზე". პირლო ჩემპიონია, მაგრამ მას ასეთ ასაკში ყოველკვირა თამაში არ შეუძლია. მომავალში შესაძლოა პირლოსნაირი ფეხბურთელი ვიყიდოთ", - თქვა მანჩინიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები