"ბაიერნი" კვლავ შეუჩერებელია, "თხებმა" ლევერკუზენში გაილაღეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბაიერნი" კვლავ შეუჩერებელია, "თხებმა" ლევერკუზენში გაილაღეს


დღეს ბუნდესლიგის მე-12 ტურის პირველი შეხვედრები გაიმართა. გათამაშების უპირობო ლიდერმა, მიუნხენის "ბაიერნმა" "შტუტგარტთან" საქმე 40 წუთში დაამთავრა 4 გოლის გატანით. მე-2 ნახევარში ბურთი აღარ გასულა, თუმცა, 75 ათასმა მაყურებელმა მაინც მშვენიერი მატჩი იხილა. "რეკორდმაისტერს" 34 ქულა აქვს და მე-2 ადგილოსან დორტმუნდის "ბორუსიას" 8 ქულით უსწრებს. თავის მხრივ, "შვაბები" მე-16 პოზიციაზე არიან წარმოდგენილნი. მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ლევერკუზენში, სადაც "ბაიერმა" "კიოლნთან" 1-2 წააგო. "ლევერკუზენი" ცუდ ფორმაშია და ბოლო შეხვედრები დათმო. დუბლი მაროჰის ანგარიშზეა, ხოლო, ხავიერ ერნანდესმა კიდევ 1 ბურთი შეაგდო. "თხებმა" გამარჯვების შემდეგ "ბაიერს" 1 ქულით გაასწრეს და მე-7 ადგილზე გადავიდნენ. "მაინცმა" "ვოლფსბურგში" სახლში 2-0 დაამარცხა და ნელ-ნელა ცხრილის ზედა საფეხურებისკენ მიდის. "მგლების" წაგებაში დიდი როლი დრაქსლერის მე-13 წუთზე გაძევებამ გამოიწვია, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ გუნდს კარში საერთოდ არ დაურტყამს. ჯერ შაბათის ბოლო თამაში არ ჩატარებულა და ბუნდესლიგაში უკვე 3 წითელი და 21 ყვითელი ბარათი აჩვენეს. ყველაზე სუფთად "ბაიერნის" და "შტუტგარტის" ფეხბურთელებმა იასპარეზეს, სადაც მსაჯს ბარათი საერთოდ არ გამოუყენებია. ბაიერნი 4-0 შტუტგარტი გოლები: რობენი 11, კოსტა 18, ლევანდოვსკი 37, მიულერი 40 ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი (ბენატია 46), ალაბა, რობენი, ვიდალი, კოსტა (ალკანტარა 69), კიმიხი, მიულერი (ბადშტუბერი 59), კომანი, ლევანდოვსკი შტუტგარტი: ტაიოტონი, კლეინი, ინსუა, შვააბი, სუნჯიჩი (ჰეისე 63), გაუმგარტლი, გეტნერი, დიე (რისტლი 85), დიდავი, კოსტიჩი (ჰლოუსეკი 46), ვერნერი ვიდეო მიმოხილვა: ლევერკუზენი 1-2 კიოლნი   გოლები: ერნანდესი 33 - მაროჰი 17/72 ლევერკუზენი: ლენო, ბოენიში, პაპადოპულოსი, ტოპრაკი, ვენდელი (კისლინგი 78), ტაჰი, ბელარაბი (ბრანდტი 46), კამპლი, მეჰმედი (რამალო 57), ერნანდესი, ჩალჰანოღლუ კიოლნი: ტორნი, მაროჰი, ჰექტორი, ჰეინტცი, ლემანი, რისე, ვოგტი, ბიტენკურტი (ჯოჯიჩი 82), მოდესტე, ჰოზინერი (სვენტო 71), ოსაკო (სორენსენი 91) გაფრთხილებები: რამალო 86 - ბიტენკურტი 40,  ჰეინტცი 65 წითელი ბარათი: პაპადოპულოსი 53 ვიდეო მიმოხილვა: მაინცი 2-0 ვოლფსბურგი გოლები: დე ბლაშიჩი 31, მალი 75 მაინცი: კარიუსი, ბენგსტონი, ჯარა, ბუნგერტი, ბროსინსკი, ბალოგუნი, ლატცა, მალი, სამპერიო, დე ბლაშიში, მუტო ვოლფსბურგი: ბენალიო, დანტე, ტრეში, ნალდო, როდრიგესი, გუსტავო, ვეირინია, კალიჯური, არნოლდი, დრაქსლერი, ბედტნერი გაფრთხილებები: სამპერიო 34, ლატცა 57 - გუსტავო 35, კალიჯური 76, დანტე 80 წითელი ბარათი: დრაქსლერი 13 ვიდეო მიმოხილვა: გლადბახი 0-0 ინგოლშტადტი გაფრთხილებები: ჯაკა 18/86, დომინგესი 74 - ბრეგერიე 31, ლეკიე 37, გრობი 49, ლეველსი 59, ენგელი 67, მორალესი 84 წითელი ბარათი: ჯაკა 86 (2 ყვითელი) ჰოფენჰაიმი - აინტრახტი გაფრთხილებები: შვენგლერი 68 - სეფეროვიჩი 11, ძამბრანო 78, სტენდერა 93  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები