ვარდი პრემიერ-ლიგის ისტორიაში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვარდი პრემიერ-ლიგის ისტორიაში შევიდა


"ლესტერ სიტის" ცენტრალური ფორვარდი ჯერემი ვარდი პრემიერ-ლიგის ისტორიაში მე-2 ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 9 ტურის განმავლობაში შეძლო გოლების გატანა. შეგახსენებთ, რომ დღეს ინგლისელმა ფორავრდმა "უოტფორდის" კარის დალაშქვრა შეძლო და თვისმა გუნდმა მეტოქე მინიმალური სხვაობით (2:1) დაამარცხა. ცნობისთვის, ზემოთ ხსენებული რეკორდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ თავდამსხმელს რუდ ვან ნისტერლოის ეკუთვნოდა, რომელმაც თავის გამოჩენა ზედიზედ 9 ტურში პრემიერ-ლიგის 2003 წლის სეზონში მოახერხა. მიმდინარე სეზონში ჯერემი ვარდიმ პრემიერ-ლიგის ეგიდით 12 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 1 შედეგიანი გადაცემა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები