ვან გაალი: "მეორე ტაიმში "ვესტ ბრომვიჩი" დაიღალა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან გაალი: "მეორე ტაიმში "ვესტ ბრომვიჩი" დაიღალა"


ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი პრემიერ-ლიგის მე-12 ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს. "ყველა, ვინც ფეხბურთს თამაშობს გეტყვით, რომ იმ გუნდების წინააღმდეგაა რთული გოლის გატანა, რომელიც დაცვიდან თამაშობს. ჩვენ ძლიერი ფლანგები გვყავს და სწორედ ამის გამოყენებას ვცდილობდით. მეორე ტაიმში "ვესტ ბრომვიჩი" ძალიან დაიღალა და ჩვენ მომენტების შექმნაც შევძელით. გოლმა თამაშის სურათი რადიკალურად შეცვალა. ანტონი მარსიალის კლასის ყურება ნამდვილად ღირდა. ჩვენ მეორე გოლი მისი აქტიურობის ედეგად გავიტანეთ.", - დაასრულა ვან გაალმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები