"ლივერპულის" სტადიონზე ადამიანი დაიკარგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ლივერპულის" სტადიონზე ადამიანი დაიკარგა


ინგლისური საფეხბურთო კლუბის, "ლივერპულს" სტადიონ "ენფილდზე" მას შემდეგ, რაც მის ტერიტორიაზე ადამიანის გაუჩინარების ინფორმაცია გავრცელდა, სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. ინგლისური გრანდის პრეს-მდივანმა განაცხარა, რომ "ენფილდზე" ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც 2 ადამიანი საექსკურსიო ჯგუფიდან დაიკარგა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სტადიონი დაიხურა, მისი პერსონალისა და დამთვალიერებლების ევაკუაცია განხორციელდა. - ჩვენს პრიორიტეტს სტადიონზე ყოველი შემსვლელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს," - განაცხადა პრეს-მდივანმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაიკარგა ერთი ადამიანი და არა - ორი. "ლივერპულის" წარმომადგენლებმა პოლიციელები გამოიძახეს, რომლებმაც დაკარგულის ძებნა ძაღლების დახმარებით დაიწყეს. სამძებრო ოპერაცია დასრულებულია. სტადიონი ისევ გახსნილია და უსაფრთხოება დაცულია. მერსისაიდული კლუბისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებით, სპორტული არენის ტერიტორიაზე არავინ უპოვიათ და დაკარგულის ადგილსამყოფელი უცნობია. სტადიონი "ენფილდი" 1884 წელს აშენდა, ხოლო 1892 წლიდან "ლივერპულის" საშინაო არენად ითვლება. გასული წლიდან იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს მისი მთავარი ტრიბუნის ტევადობის გასაზრდელად.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები