ბრიტანული პრესა: კლოპმა პირველი ტრანსფერი განახორციელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბრიტანული პრესა: კლოპმა პირველი ტრანსფერი განახორციელა


ბრიტანული პრესა: კლოპმა პირველი ტრანსფერი განახორციელა
ბრიტანული პრესის ცნობით, "ლივერპულის" ახალმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდში პირველი ტრანსფერი განახორციელა. კერძოდ, მერსესაიდელებმა შეთანხმებას მიაღწიეს "კორინთიასის" ბრაზილიელ ფორვარდთან, ალეშანდრე პატოსთან. გუნდის მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს პატოს შეძენა "სანდერლენდს" სურდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები