ბენიტესი: "რონალდუმ შესაძლოა "რეალი" შემდეგ წელს დატოვოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენიტესი: "რონალდუმ შესაძლოა "რეალი" შემდეგ წელს დატოვოს"


გუშინდელ პრესკონფერენციაზე რაფაელ ბენიტესმა კრიშტიანუ რონალდუზე კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტი იტყობინება, რომ ის არ არის დარწმუნებული. იქნება თუ არა პორტუგალიელი ფეხბურთელი შემდეგ წელს "რეალის" შემადგენლობაში. როგორც იცით, "პსჟ"-სა და "რეალის" მატჩში რონალდუმ, პარიზელთა თავკაცს, ლოურენ ბლანს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ბენიტესმა ამაზეც გააკეთა კომენტარი: "რა უთხრა რონალდუმ ბლანს? არ ვიცი და არც მაინტერესებს. გუნდში რაც ხდება, ყველაფრის საქმის კურსში ვარ და რაც არ არის საჭირო რომ ვიცოდე, არ ვიცი. იქნება თუ არა კრიშტიანუ შემდეგ სეზონში "რეალში"? ამის გარანტიას ვერ მოგცემთ. არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება. რონალდუს რომ თავი დავანებოთ, შესაძლოა შემდეგ სეზონში მეც არ ვიყო "სამეფო კლუბში". ყველაფერი ხდება, ასე რომ, წინასწარ არ ღირს მსგავს თემებზე საუბარი", - განაცხადა რაფაელ ბენიტესმა.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები