"ინტერი" ვერტონგენს, ლამელას და ტილემანსს აკვირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ინტერი" ვერტონგენს, ლამელას და ტილემანსს აკვირდება


"ინტერი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გაძლიერების შესაძლებლობას განიხილავს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანური კლუბის სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო ხუთშაბათს "ტოტენჰემსა" და "ანდერლეხტს" შორის ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე (2:1) იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ აუზილიომ ლონდონელთა 2 ფეხბურთელი - მცველი იან ვერტონგენი და ჰავბეკი ერიკ ლამელა, ასევე, ბელგიელების ნახევარმცველი იური ტილემანსი შეათვალიერა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები