მიხაილოვიჩი: "გაგვიმართლა, ქულა რომ ავიღეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მიხაილოვიჩი: "გაგვიმართლა, ქულა რომ ავიღეთ"


"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიხაილოვიჩმა კომენტარი გააკეთა "ატალანტას" წინააღმდეგ სერია ა-ს საშინაო მატჩზე (0:0). "ამ მილანს შეუძლია სამეულში მოხვედრა. თუმცა, ცოტა ნაადრევია სეზონის ამოცანებზე საუბარი 12 ტურის შემდეგ" , - განაცხადა სერბმა მწვრთნელმა Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში. "ჩვენ რა თქმა უნდა, გაგვიმართლა, ქულა რომ ავიღეთ, იმიტომ, რომ ისე კარგად არ გვითამაშია, როგორც "ლაციოსთან" მატჩში. როცა არ იგებ, მნიშვნელოვანია თავიდან აიცილო დამარცხება. ძალიან ბეჯითად ვმუშაობთ, მაგრამ ვიცით, რომ მომავალში კიდევ მეტის გაკეთება მოგვიწევს. "ატალანტა" შესანიშნავად თამაშობდა და 1 ქულაზე მეტი დაიმსახურა. ეს მართალია".
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები