კვირის ბილეთი – 10 კოეფიციენტი უფასოდ! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კვირის ბილეთი – 10 კოეფიციენტი უფასოდ!


კვირის ბილეთი – 10 კოეფიციენტი უფასოდ!
GOAL.GE-ს რუბრიკა "დღის ფსონი" განახლებული სახით გიბრუნდებათ. დღეს 8 ნოემბერია, კვირა და ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით დაგეხმაროთ მოგებაში. წინა ბილეთმა გული დაგვწყვიტა, თუმცა დღეს უფრო მონდომებულები ვიქნებით და აუცილებლად მოვიგებთ. d84fd429fd21 დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "რამონ სანჩეს პისხუანზე" გაიმართება, სადაც ესპანური ფეხბურთის 2 გრანდი გაეჯიბრება ერთმანეთს. "სევილია" წელს საკმაოდ მძიმედ გამოიყურება, რასაც ვერ ვიტყვით "რეალზე". მართალია, მადრიდული კლუბი ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, თუმცა ყველა ტურნირზე ჯერჯერობით მატჩიც კი არ წაუგია, რაც უდავოდ კარგი შედეგია. "დალაქები" კი მძიმე სიტუაციაში არიან, პრაქტიკულად დაემშვიდობნენ ჩემპიონთა ლიგას და ლა ლიგაშიც საქმე ცუდადა აქვთ. დღეს ძალიან დაძაბულ მატჩს ველი და მგონია, რომ ამ შეხვედრაში ცოტა გოლი უნდა გავიდეს, განსაკუთრებით კი "სევილიას" ხარჯზე. ასეთ ფსონს შემოგთავაზებთ - მასპინძელი გუნდის გოლების რაოდენობა 1-ზე ნაკლები, რის სანაცვლოდაც 2,4 კოეფიციენტი საკმაოდ სოლიდურია.
GOAL.GE პროგნოზი – 0:1
9de6f06f3565 საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში, "სტად ველოდრომზე" "მარსელი" "ნიცას" უმასპინძლებს. ბოლო პერიოდში ესპანელი სპეციალისტის, მიჩელის, გუნდმა ცოტა არ იყოს დაალაგა თამაში. შუა კვირაში ევროპის ლიგაზეც "ბრაგას" მოუგეს და ეს წარმატებული სერია დღესაც უნდა განაგრძონ. საინტერესოა, რომ ლიგა 1-ში "ველოდრომზე" "მარსელს" უკვე 3 ტურია არ მოუგია და დროა ეს სერია შეწყდეს. მასპინძლების მოგება - 1,75 კოეფიციენტით ჩვენი მორიგი ფსონია.
GOAL.GE პროგნოზი – 3:1
38a6f6d9a7f1 "აუგსბურგი" წელს საშინლად გამოიყურება, თუმცა გამოსწორება აშკარად იგრძნობა. ევროპის ლიგაზე გუნდმა ზედიზედ ორჯერ დაამარცხა "ალკმაარი", რაც იოლი საქმე ნამდვილად არ არის. დღეს მათი მეტოქე ბრემენის "ვერდერია", რომელიც შეიძლება ითქვას, "აუგსბურგის" პირდაპირი კონკურენტია. მგონია, რომ ამ ექვსქულიან მატჩში მასპინძლები გაიმარჯვებენ და ოდნავ გამოიკეთებენ სატურნირო მდგომარეობას. ”აუგსბურგის” მოგების სანაცვლოდ ტოტალიზატორები 2,2 კოეფიციენტს გვთავაზობენ.
GOAL.GE პროგნოზი – 2:1
ამრიგად, 8 ნოემბრის ჩვენი ბილეთი ასე გამოიყურება: 3471c9d862aa აქვე ერთ სიახლეს გაცნობებთ – დღეიდან "დღის ფსონის" ყოველ რუბრიკაში მოხვდება ჩვენი მომხმარებლის მიერ შედგენილი ბილეთიც. იმისათვის, რომ თქვენი პროგნოზიც მოხვდეს ბილეთში, უნდა ეწვიოთ "დღის ფსონის" გვერდს Facebook-ზე და კომენტარებში დაწეროთ თქვენი მოსაზრება. ჩვენი მომხმარებლის დღევანდელი ბილეთი ასე გამოიყურება: df8b85dff27c GOAL.GE და რუბრიკა "დღის ფსონი" გისურვებთ წარმატებას!

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები