გვარდიოლა: "შტუტგარტს 4-5 კარგი მომენტი ჰქონდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "შტუტგარტს 4-5 კარგი მომენტი ჰქონდა"


გვარდიოლა:
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა "შტუტგარტის" წინააღმდეგ ბუნდესლიგის საშინაო მატჩის (4:0) შემდეგ. "შტუტგარტს 4-5 კარგი მომენტი ჰქონდა. მომწონს ასეთი ძლიერი ხასიათის მქონე გუნდები" , - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე. "დიდი მადლობა ჩემს ფეხბურთელებს. რთულია ყოველ 3 დღეში თამაში და მუდმივად მოგება. ჯერჯერობით, ყველა ტურნირში ისინი ძალიან კაგად თამაშობენ. იმედი მაქვს, ყველა ჩვენი ფეხბურთელი ნაკრებებიდან ჯანმრთელი დაბრუნდება და ზამთრის პაუზის დადგომამდე გამარჯვების განწყობას შეინარჩუნებენ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები