საქართველოში სამოყვარულო ფეხბურთის განვითარება იწყება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოში სამოყვარულო ფეხბურთის განვითარება იწყება


საქართველოში სამოყვარულო ფეხბურთის განვითარება იწყება
„საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია“ ოფიციალურ საქმიანობას ახორციელებს 2015 წლის სექტემბრიდან, თუმცა მას უკვე ჩატარებული აქვს სამოყვარულო ფეხბურთის შემდეგი ტურნირები: • 1996-97-98 წლებში „სასკოლო ჩემპიონატი“, ქალაქ თბილისში (მინი ფეხბურთი); • 1998 წელს „სასკოლო ჩემპიონატი 12 წლამდე ბავშვებს შორის“, ქალაქი თბილისი (მინი ფეხბურთი); • 1999 წელს „ვერისუბნის ჩემპიონატი“, ქალაქ თბილისში (მინი ფეხბურთი); • 1999-2000 წლებში „ თბილისის თასი“ უბნებს შორის, ქალაქ თბილისში ( მინი ფეხბურთი); • 2002-2003 წლებში „ოქროსუბნის თასი“, ქალაქ თბილისში (მინი ფეხბურთი); • 2009 წელს „ თბილისის თასი“ ორგანიზაციებსა და უბნებს შორის, ქალაქი თბილისი(მინი ფეხბურთი); • 2008 წლიდან „მშვიდობის თასი“, გურია (დიდ ფეხბურთში); სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მიზანია: • ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა; • ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება საზოგადოებაში; • ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და მათი განვითარებისთვის ხელშეწყობა; • საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; • საქართველოს ყველა რაიონსა და სოფელში სტადიონების აღდგენა და ფუნქციის დაბრუნება. ამ მიზნების განსახორციელებლად, სსფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით ჩატარდებს სხვადასხვა სახის ტურნირებს სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11x11). ტურნირები ჩატარდება ქალთა, ბავშვთა და განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირთა ფეხბუთის მიმართულებითაც. ასევე, სამოყვარულო ფეხბურთში ჩაერთვებიან პრობაციონერები. ამ მიზნების განსახორციელებლად, სსფა ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობითა ჩაატარებს სხვადასხვა სახის ტურნირს სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11x11). 2015 წელს ჩატარდება „სამოყვარულო ფეხბურთის ლიგა“ ორგანიზაციებს შორის. ხოლო 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი სამოყვარულო დიდ ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა რეგიონის გუნდი (მათ შორის რაიონების და სოფლების გუნდები). 2016 წლის საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სხვა პარტნიორებთან. თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ ჩაერთოთ ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე. შემოგვიერთდით: Facebook გვერდი:  საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია - Gafa ტელ : 598 459142; 558009091; 599 171392. E- mail : gafageorgia@gmail.com მის: ქ. თბილისი, დადიანის 7.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები