მაურისიო პოჩეტინო: "უნდა მოგვეგო, მაგრამ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მაურისიო პოჩეტინო: "უნდა მოგვეგო, მაგრამ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით"


მაურისიო პოჩეტინო:
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთა "არსენალის" წინააღმდეგ ინგლისის ჩემპიონატის მატჩზე (1:1). "უნდა მოგვეგო, მაგრამ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ძალიან კარგად ვითამაშეთ. უნდა შეგვენარჩუნებინა ანგარიში. როცა ანგარიში იყო 1:0 იყო, კიდევ გვქონდა გოლის გატანის შანსი. 3 მატჩი ჩავატარეთ 6 დღის მანძილზე, 1 დღით ნაკლები გვქონდა ძალების აღსადგენად. დღეს გუნდმა ხასიათი აჩვენა. უნდა გავაგრძელოთ ამავე სულისკვეთებით მოქმედება. ძალიან ამაყი ვარ, რომ უკვე ზედიზედ 11 მატჩია, არ ვაგებთ. გუნდი პროგრესირებს" , - თქვა პოჩეტინომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები