"გამორიცხულია ფაბრეგასი მოურინიოს წინააღმდეგ აჯანყებას ედგას სათავეში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"გამორიცხულია ფაბრეგასი მოურინიოს წინააღმდეგ აჯანყებას ედგას სათავეში"


"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ მის ყოფილ თანაგუნდელზე, ცესკ ფაბრეგასზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, "ჩელსიში" არეულობაა და ამ ყველაფრის თავად, სწორედ ფაბრეგასს ასახელებენ. პიკე მიიჩნევს, რომ ესპანელი ნახევარმცველი ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ არ წავიდოდა. "ცესკ ფაბრეგასს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ის არ წავიდოდა ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში ბრიტანულ პრესაში ბევრი სიცრუე იწერება და ფაბრეგასის აჯანყებაც ერთ-ერთი მათგანია", - განაცხადა პიკემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები