კაზემირო: "რონალდუ "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში შესანიშნავ თამაშს აჩვენებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაზემირო: "რონალდუ "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში შესანიშნავ თამაშს აჩვენებს"


"რეალის" ჰავბეკმა, კაზემირომ კომენტარი გააკეთა "სევილიასთან" დამარცხებაზე (2:3). "კარგად ვთამაშობდით შესვენებამდე, მაგრამ ვერ შევძელით მატჩის შედეგის წინასწარ გადაწყვეტა. მეორე ტაიმში "რეალი" ცუდად გამოიყურებოდა. "სევილიას" მინდორზე თამაში რთულია და ჩვენ სამჯერ გავუშვით გოლი. მაგრამ არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი, რადგან წინ კიდევ ბევრი მატჩია. უკმაყოფილონი ვართ "სევილიასთან" თამაშის შედეგით, თუმცა, უკვე ახლა უნდა ვიფიქროთ კლასიკოზე. "ბარსელონასთან" შეხვედრა რეაბილიტაციის საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენს გუნდს შეუძლია კლასიკოში გამარჯვება. ჩვენ "რეალი ვართ და უკვე ვაჩვენეთ პრიმერაშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. რონალდუ ძალიან კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, ის "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" , - თქვა ბრაზილიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები