პიკე: "ანხელ ტორესი რეალის თაყვანისმცემელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პიკე: "ანხელ ტორესი რეალის თაყვანისმცემელია"


"ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ ინტერვიუ მისცა, რომელშიც კომენტარი გააკეთა "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ გასახდელში მომხდარ ინციდენტზე. 1 კვირის წინ კატალონიელებმა "ხეტაფე" 2:0 დაამარცხეს, შემდეგ კი ჰელოუინი აღნიშნეს კლუბის გასახდელსა და სტუმრების მწვრთნელის პრეს-კონფერენციაზე. "ხეტაფეს" ფეხბურთელებმა და კლუბის პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა უკმაყოფილება გამოთქვეს ბარსელონას ვარსკვლავების მოქმედებების გამო. "ბოდიშს ვუხდით "ხეტაფეს", მაგრამ ჩვენ მომავალ წელსაც გვინდა სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოწყობა" , - ციტირებს მცველს Football Espana. "ვიცით, რომ ანხელ ტორესი რეალის თაყვანისმცემელია და ოცნებობს, ოდესღაც "თეთრების" პრეზიდენტი გახდეს. პრესაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ გასახდელი დავანაგვიანეთ. ეს ყველაფერი ტყუილი და გაყალბებაა. არ ვიყავით მართლები, პრეს-კონფერენციაზე რომ შევიჭერით. ელ კლასიკოსკენ კარგ ფორმაში მყოფნი მივდივართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ეს განსაკუთრებული მატჩია".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები