მოიესი გაათავისუფლეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოიესი გაათავისუფლეს


"რეალ სოსიედადის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი გაათავისუფლეს. 52 წლის შოტლანდიელი სპეციალისტისა და მისი დამხმარის, ბილი მაკინლის კონტრაქტები გაწყვიტეს. შეგახსენებთ, მოიესი ბასკურ კლუბს 2014 წლის 11 ნოემბრიდან ედგა სათავეში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა ხუანდე რამოსმა შეცვალოს მოიესი. 11 ტურის შემდეგ "რეალ სოსიედადი" პრიმერაში 9 ქულით მე-16 ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები