ოფიციალურად: აკაკი შულაია "სიონისთვის" გაიტანს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: აკაკი შულაია "სიონისთვის" გაიტანს



მარტვილის "მერანის" საკუთრებაში მყოფი აკაკი შულაია მიმდინარე სეზონის მე-2 წრეს ბოლნისის "სიონის" შემადგენლობაში დაიწყებს. 19 წლის ნახევარმცველი გასულ ზაფხულს "მერანმა" "ცხინვალში" 1 წლით გაანათხოვრა, თუმცა მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყდა და შულაია კვლავ მეგრულ გუნდში დაბრუნდა, მათ კი აკაკი ვარლამ კილასონიას გუნდში გაასხვისეს. თავად ფეხბურთელმა GOAL.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ "სიონში" იჯარით გადავიდა და არენდის ვადა 1 წელია. მიმდინარე სეზონში, აკაკი შულაიამ უმაღლეს ლიგაში "ცხინვალის" მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა.

საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები