''ცხინვალმა'' საქართველოს 17 წლამდე ნაკრები დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

''ცხინვალმა'' საქართველოს 17 წლამდე ნაკრები დაამარცხა



''ცხინვალმა'' საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საქართველოს 17 წლამდე ნაკრები დაამარცხა. ამხანაგურ მატჩში კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებს 3:0 მოუგეს. ანგარიში მე-4 წუთზე გიგა ბეჭვაიამ გახსნა. 26-ე წუთზე 17 წლამდე ნაკრებს ზვიად ლობჯანიძემ მეორე გოლი გაუტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში 51-ე წუთზე უჩა ბურძენაძემ დააფიქსირა. ცხინვალის მე-4 ნომერმა გიორგი ივანიშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. პირველ ტაიმში ცხინვალმა ძირითადი შემადგენლობით ითამაშა, მეორე ნახევარში კი მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი შეუშვა. ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ჯაფარიძე, ქარდავა, ბურძენაძე, ქოჩლაძე, ბეჭვაია, ლობჯანიძე, ივანიშვილი. მეორე ტაიმი: ჩუჩალოვი, შენგელია, ცერცვაძე, ჯაფარიძე, ჯიშკარიანი, უღრელიძე, ნოზაძე, ფირცხალავა, ჯაყელი, ლექვთაძე.

ნინი ვაშაკიძე

ს.კ ''ცხინვალის'' პრეს სამსახური

 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები