კაჭარავას კონტრაქტის პირობები ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაჭარავას კონტრაქტის პირობები ცნობილია



საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ''ცხინვალის'' ყოფილმა თავდამსხმელმა რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ადგილოსან კლუბთან 18 თვიანი ხელშეკრულება გააფორმა. კაჭარავა 13 გოლით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირია. 20 წლის თავდამსხმელმა ''ცხინვალში'' 3 სეზონი გაატარა და ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებულ 41 მატჩში 25 გოლი გაიტანა. 2015 წელს კაჭარავამ საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში ჩატარებულ 6 მატჩში გაიტანა 3 გოლი.  

ნინი ვაშაკიძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები